https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

 „მათემატიკური გუმანი  მამხნევებს“ _ მასწავლებელი, რომელიც ასი წლის იუბილეზე წინასწარ გვპატიჟებს

0:38; 8.10.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ღვაწლმოსილ, საგანსა და მოსწავლეზე, საკუთარ საქმეზე თავდავიწყებით შეყვარებულ მასწავლებელს საქართველოში რა გამოლევს! გურია ასეთ ფენომენალურ  მრავალ პედაგოგს იცნობს!

და მაინც, 96 წლის მათემატიკის მასწავლებელმა, ვასილისა გოგიბერიძემ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში 50 წლის განმავლობაში ასწავლიდა უძველეს მეცნიერულ საგანს, თავისი გამორჩეული ნიშა დატოვა არა მარტო სოფელში, მთელ რაიონულ პედაგოგიურ საზოგადოებაში.

„მუდამ წარმოსადეგი, სიმპათიური, უნიჭიერესი, წესრიგის დედა და სიწყნარის და სიმშვიდის სიმბოლო! პედაგოგი, რომელსაც ხმისთვის არასდროს აუწევია! დღესაც ისეთ ფორმაშია, რომ მოვიდეს სკოლაში, თავისუფლად შეუძლია, ასწავლოს! სახელი და დიდება დატოვა მშობლიურ სკოლაში და განსაკუთრებული სიყვარულიც ამიტომ მოიპოვა! _ ამბობენ მასზე სოფელ მერიაში.

ვასილისა გოგიბერიძე-კობალაძეს ამ წლის აპრილში შეუსრულდა 96 წელი!

ის წლის უმეტეს დროს თბილისში, შვილებთან ატარებს და სოფელში სურვილის მიხედვით ჩამოდის… და რაკი ახლა ის მერიაში, საკუთარ სახლში დაიგულეს, ქალბატონ ვასილისას შინ ეწვივნენ და ბედნიერი იუბილე მიულოცეს ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა როზა გოგუაძემ.

_ ვასილისა გოგიბერიძის გამორჩეული ბიოგრაფია და მასწავლებლის რეპუტაცია დღემდე მოწიწებას და რიდს იწვევს სოფლის მცხოვრებლებსა თუ რაიონის პედაგოგიური საზოგადოებაში. ცოტა დაგვაგვიანდა მილოცვა,  გასაგები მიზეზების გამო, თუმცა არა უშავს! მთავარია, ასი წლის იუბილე მივულოცოთ და ასეთ დაგვიანებას მაშინაც „ავიტანთ“, _ ამბობს პედაგოგთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე როზა გოგუაძე.

_ ნახევარი საუკუნე ვიმუშავე სკოლაში. ზუსტად გეტყვით, გუშინ გავხდი 96 წლის და 5 თვის… ერთადერთხელ დამაგვიანდა გაკვეთილზე და მახსოვს, სკოლის დირექტორმა, ანტონ ღლონტმა სკოლის კიბესთან სასწრაფოდ მომაწოდა საკლასო ჟურნალი… ასეთი წესრიგი და მიდგომა იყო. იყო ასეთი შემოთავაზებაც _ რაიონში გადავყავდი განათლების განყოფილებას მასწავლებლად. გადაირია დირექტორი, არ გამიშვა და… კი დამაბერა მერიის სკოლაში… _  ეღიმება ქალბატონ ვასილისას. _ როგორ გამახარეთ… მადლიერი ვარ, რომ გახსოვართ…

ღვაწლმოსილი პედაგოგი ემოციას ვერ მალავდა, როცა მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პედაგოგთა პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარის სახელით მადლობის სიგელი გადასცა.

_ თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. თაობების გულში დარჩება თქვენი სიყვარული, თქვენგან გადაცემული ცოდნა. მსურს, გადმოგცეთ მადლობის სიგელი გულწრფელი სიყვარულით, უღრმესი პატივისცემით… გეფერებით და მადლობას გიხდით უმწიკვლო და ნაყოფიერი შრომისთვის, რომელსაც ათეული წლების მანძილზე ეწეოდით მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეში. ვამაყობთ თქვენით, რომ თქვენი სახით, ოზურგეთის პედაგოგიურ საზოგადოებას ჰყავს მისაბაძი და ღირსეული პედაგოგი, რომლის სახელი არასდროს დაავიწყდებათ… თავს ვხრით თქვენი ნაღვაწის წინაშე! ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს გისურვებთ, ამაგდარო… საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელის მაია კობახიძის სახელით, გადმოგცემთ ამ სიგელს. მან განსაკუთრებით მოგილოცათ, _ ასე მიმართა ვასილისა გოგიბერიძეს ქალბატონმა როზა გოგუაძემ და თქვა, რომ დამსახურებულ პედაგოგს 14 აპრილს ჰქონდა იუბილე. ცოტა ხნით გადაიდო მასთან სტუმრობა, რადგან ის უკვე პენსიაზეა, წელიწადის უმეტეს დროს თბილისში, შვილებთან ატარებს და ახლა დროებით ჩამოსულია სოფელში.

ვასილისა გოგიბერიძე, რომელიც  სკოლიდან კარგა ხნის წინ წავიდა, ემოციას ვერ მალავდა, ვერც _ ცრემლებს, თუმცა, შეძლო მისი შეკავება…

_ ჩვენ გამოვხატავთ სიყვარულს და უდიდეს პატივისცემას თქვენდამი… დღეს თქვენ ხართ, ვინც სკოლიდან წავიდა. ხვალ ჩვენ ვიქნებით… ეს ჟესტი ჩვენი თავისთვის მიგებული სიყვარულიცაა. ყველაზე დიდი და ძვირფასი ბავშვების სიყვარულია, რომელიც რჩება და დროს უპრობლემოდ უძლებს. მთავარი ესაა და ის პედაგოგი, ვინც ამას შეძლებს! როგორც მოგექცევით თქვენ ამ დამსახურებისთვის, ისე მოგვექცევიან ჩვენც თაობები… _ მიმართა მას ლელა იმედაშვილმა.

სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ ისაუბრა ქალბატონი ვასილისას შეუდარებელ მოღვაწეობაზე.

_ ეს იყო პედაგოგი, აღმზრდელი, რომლის ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვს… არ სჭირდებოდა, უბრალოდ, ხმის აწევა! ეს ხომ ყველაფერზე აღმატებულია. რამდენი რამ შეიძლება გავიხსენოთ მისი მოღვაწეობიდან. პირველმა ჩაატარა სკოლაში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაში. მისი ერთი დანახვაც კი მწყობრში ჩაგაყენებდა. სკოლებში ინსპექტირებაზე თუ რაიონული საკონტროლო წერების ჩასატარებლად მუდამ მას იწვევდნენ… მუდამ მშვიდი, თითქოს მკაცრიც, თუმცა, რაღაცნაირად გადამდები მუხტით იყო სავსე, რომ ყოფილიყავი მზად მასთან შესახვედრად!  მე მისი  მოსწავლე ვიყავი და მახსოვს, როგორი მოწესრიგებული ოჯახის პატრონი იყო. სკოლის ჭიშკრამდე მუდამ მეუღლეს მოჰყავდა მანქანით ან ელოდებოდა, გაკვეთილების შემდეგ… ძალიან ეხმარებოდნენ. ამიტომ იყო მუდამ მზად, უსაზღვროდ გაეცა სიყვარულიც და ცოდნაც. დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა მინდა, ვუსურვო, ჩვენს საამაყო პედაგოგს, ჩვენს აღმზრდელს… _ მოკრძალებით თქვა სკოლის დირექტორმა.

ქალბატონი ვასილისა საკმაოდ სიტყვაძუნწია საკუთარ თავზე საუბრისას. თუმცა, ღიმილით და სიყვარულით იხსენებს პედაგოგიური მოღვაწეობიდან ეპიზოდს, როცა ოზურგეთის რაიონში, მის სოფელზე მოარული ხუმრობა არსებობდა:  „მერიელები აფრენენ“…

_ სკოლის სამხედრო საგნის მასწავლებელს, ჭოლა მოისწრაფიშვილს ავიამოდელისტთა წრე ჰქონდა ჩამოყალიბებული, სადაც გაერთიანებული იყვნენ უფროსკლასელები. ჩემი შვილი, მიშიკო კობალაძეც იყო მათ შორის. პარაშუტების მოდელებს თავად ამზადებდნენ. იყო ასეთი ცდაც _ მერიის აეროდრომზე მათი დამზადებული მოდელის პარაშუტებით გოგონებიც კი გადმოხტნენ… ხოლო „პარადზე“ (აღლუმზე) როცა სავალდებულო გამოსვლა აუცილებელი იყო, „მერიელი პარაშუტისტები“ აუცილებლად ჩანდნენ. ასე გაჩნდა გურული ხუმრობა ოზურგეთში: „მერიელები აფრენენ“, _ იღიმება ქალბატონი ვასილისა.

ის გვიამბობს, რომ საგნის სწავლებისთვის საჭირო მრავალ ხელსაწყოს სწორედ ჭოლა მასწავლებლის დახმარებით, თავად და მოსწავლეები ამზადებდნენ.

_ ყველაფერი არც იშოვებოდა და რომც ყოფილიყო, ზოგი ვერ ყიდულობდა. ამიტომ უამრავ მათემატიკურ ხელსაწყოს სკოლაში ვამზადებდით. აბა, ბავშვებს ისე ხომ ვერ დავტოვებდი? _ ამბობს ის  და აღნიშნავს, რომ არა მეუღლის და დედამთილის უსაზღვრო თანადგომა, ამ რთული საგნის სწავლებას სკოლაში ვერ შეძლებდა.

_ ბათუმში, პედაგოგიურ ინსტიტუტში მივიღე განათლება. დამთავრებისთანავე დავქორწინდი და ოჯახის გვერდში დგომით, შევძელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მემუშავა ერთ სოფელში, ერთ სკოლაში… ეს ხომ ჩემი სიცოცხლის უმთავრესი ნაწილია, რისთვისაც ქვეყნად მოსული აღმოვჩნდი… ახლაც ხშირად ვხსნი მათემატიკურ ამოცანებს, მაგალითებს, გონებას ვავარჯიშებ, _ გვეუბნება ის და გვპირდება, რომ ასი წლის იუბილეზეც დაგვპატიჟებს.

სკოლის მასწავლებელმა, ციური ბაბილოძემ, რომელიც ასევე ღვაწლმოსილი პედაგოგია  და დღემდე მუშაობს, გაიხსენა ბევრი ეპიზოდი პედაგოგის საინტერესო სასკოლო ცხოვრებიდან. შემონახული უბის წიგნაკიდან წაიკითხა არაერთი მიძღვნა, რომლითაც სხვადასხვა ადამიანები ამკობდნენ ქალბატონ ვასილისას გამორჩეულ ღვაწლს, მის განსხვავებულ ხელწერას და პროფესიულ ოსტატობას.

_ ორი არაჩვეულებრივი შვილი გაუზარდა ქვეყანას. თუმცა, თვლის, რომ ასობით მოსწავლე, ვისაც ზუსტ მეცნიერებას ასწავლიდა და არასდროს მათთვის ხმის აწევით არ ულაპარაკია, მისივე შვილები არიან.

_ რომელი ერთი გავიხსენო? _ მაშინ ყველა უნდა ჩამოვთვალო და იმდენი საუკეთესო მოსწავლე მყავდა, არავინ არ უნდა გამომჩრეს. მინდა, იცოდნენ, რომ თითოეული ახლაც ისე უყვარს ვასილისა მასწავლებელს, როგორც მაშინ, როცა მერხებთან მსხდომი, მერცხლებივით შემომყურებდნენ, _ ხმა უცახცახებს და ცრემლი მაინც ეძალება…

კითხვაზე, ნამდვილად დაგვპატიჟებს თუ არა ასი წლის იუბილეზე, იღიმება _ „ვნახოთ, მათემატიკური გუმანი  მამხნევებს და იქნებ, კი შევძლოო“.

„გურია ნიუსი“ ულოცავს  სახელოვან პედაგოგს 96 წლის იუბილეს და ვუსურვებთ, მიგველოცოს ის ასი წლის დღეობა, რომელზეც დაპატიჟებას შეგვპირდა!

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ვასილისა გოგიბერიძე
გაზიარება84Tweet53Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21 იანვარი, 2026

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

რუდი გარსიამ კვარა და ვიქტორი „დაჩაგრა“

ყველა სიახლე

სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ შენობაში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს

20:58; 21.01.2026
მსოფლიო

ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

19:01; 21.01.2026
პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21.01.2026
სამართალი

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი- სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა

16:55; 21.01.2026
სამართალი

პროკურატურა: ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:25; 21.01.2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21.01.2026
სამართალი

536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელის საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

14:23; 21.01.2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21.01.2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21.01.2026
ფინანსები

„ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლებს დეკლარაციაში უთითებს 17

13:20; 21.01.2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21.01.2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა

12:03; 21.01.2026
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

11:02; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო