https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სადაა ის ხალხი, ვისაც უნდა ვტკიოდეთ, უნდა ვაწუხებდეთ?!”

13:04; 9.10.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამ კვირაზე მეტი დრო გავიდა გურიაში მომხდარი მასშტაბური სტიქიის შემდეგ და წესით, ეს დრო საკმარისი უნდა იყოს გარკვეული დასკვნების გამოსატანად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და რეალური სურათი კვლავაც ბუნდოვანია.

ფაქტია, რომ ეს სტიქია საკმაოდ დიდი ზარალის მომტანი აღმოჩნდა, ფაქტობრივად, რამდენიმე სოფელი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელ სახლებში შესვლაც აეკრძალათ, უმეტეს შემთხვევაში კი, ადამიანები საკარმიდამო ნაკვეთების გარეშე დარჩნენ და ბევრს ძალიან უჭირს იქ ათეული წლების განმავლობაში შექმნილი გარემოს მიტოვება.

ამასობაში ზარალის დადგენის პროცესი მიმდინარეობს და ყველა ცენტრალურ ხელისუფლებას შეჰყურებს, თუ როგორ მოხდება ამ ზარალის ანაზღაურება, მოსახლეობის ახალი საცხოვრისით უზრუნველყოფა და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ამ პროცესს ახლავს ის უკმაყოფილება, რომელიც სულ უფრო იზრდება მოსახლეობაში, რაც მთავრობის მისამართით გურიისადმი შესაძლო ზერელე მიდგომაში ასოცირდება. ბევრს მიაჩნია, რომ სამთავრობო ეშელონებში ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს, თუ რა მასშტაბის კატასტროფასთან გვქონდა საქმე და შესაძლო კომპენსაციის საკითხსაც ბევრი ეჭვის თვალით შესცქერის. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ზარალის დათვლა დაიწყო და მალე გამოჩნდება, ეს ეჭვი საფუძვლიანია თუ არა.

ამ თემაზე ხმამაღალი საუბარი იყო ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, სადაც ოპოზიციამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირისგან დეტალური ანგარიში მოითხოვა სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ _ რეალურად რა სიტუაცია არის იქ და რა გეგმები აქვს ხელისუფლებას დაზარალებულთა დახმარების კუთხით. თუმცა, მმართველ გუნდს არ მოეწონა ოპოზიციის ეს სურვილი და კითხვები და სხდომის დასასრულს სიტუაციაც ამან დაძაბა _ ენმ-ის წევრ კახა ასკურავასა და “ოცნების” დეპუტატებს შორის მწვავე სიტყვიერმა დაპირისპირებამ სხდომის გაგრძელება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა.

ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით კი, რამდენიმე დღეა, რაც დაწყებულია ზარალის დათვლა და როგორც კი ამ კუთხით მუშაობა დასრულდება, ყველა დაზარალებულს გაეწევა შესაბამისი დახმარება მთავრობის მიერ:

“დაწყებულია ზარალის დათვლა. ზარალის დათვლის შემდეგ ყველა ის ლოკაცია, ყველა ის დაზიანება, რომელიც არის მუნიციპალიტეტში, იქნება აღმოფხვრილი. რაც შეეხება ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ სახლს, რომელიც გეოლოგიურად არამყარ ადგილზეა, იქნება გასახლების სიტუაციაში. ჯერჯერობით, არც ერთზე არ გვაქვს ოფიციალური დასკვნა, რადგან სამუშაო პროცესი ამ კუთხით ჯერ არ დასრულებულა და გეოლოგები კვლავ მუშაობენ სტიქიის ზონაში. შემოწმებულია 506 ოჯახი და ვიზუალური დათვალიერებით 235 ოჯახს უწერია გასახლება, მაგრამ ოფიციალური დასკვნა ჯერ არც ერთზე არ გაკეთებულა, მუშაობა გრძელდება. როცა დასრულდება ეს პროცესი, რეალურად ყველა ადამიანი, რომელიც იქნება სტიქიიდან დაზარალებული, მთავრობისგან დაკმაყოფილდება”, _ განმარტა ალექსანდრე სარიშვილმა თემაზე საუბრისას.

საგულისხმოა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ და ძირითადად, მათი შენიშვნების ადრესატი ცენტრალური ხელისუფლებაა: “მოვა ოპოზიცია და გადაიღებს, მერე მოჰყვება პოზიციაც. არ ვგულისხმობ ადგილობრივ ლანჩხუთის მერიას, მე ვამბობ მთავარ მთავრობას, ცოტა მეტად უნდა მიხედონ გაუბედურებულ გურიას”.

გვანცა ნაკაიძე: “3 კვირა გავიდა უკვე. პირველმა ემოციამ ჩაიარა, ყველაფერი თავის რიგს ისე დაუბრუნდა, თითქოს, ის ბავშვები არც არსებობდნენ, არც ის ქალბატონი ცხოვრობდა თითქოს და არც ამდენი უსახლკაროდ დარჩენილი ჰყავს ჩემს გურიას. არც ერთმანეთს მოგლეჯილი სოფლები გვაქვს თითქოს და უფრო მეტიც, 3 მსხვერპლი რა მოსატანია თურმე, როცა შოვში ათეულობით ადამიანი ჩაიტანა მიწამ!!!

სადაა ის ხალხი, ვისაც უნდა ვტკიოდეთ, უნდა ვაწუხებდეთ??? სადაა მთავრობა, რომელსაც მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება ხალხი?! რა ქნას ამ ხალხმა, ყოველ გაწვიმებას შიშით შეხვდეს??? როდემდე მოიტანს კოკა წყალს???

ერთი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი იმედისმომცემი ტელევიზიის ჟურნალისტი ბრძანდებოდა ინტერვიუსთვის ჩემს სოფელში. “არა, ქალბატონო, თქვენი გასაჭირი კი არა, ის მოყევით, ბატონი მერი როგორ დადიოდა რეზინის ჩექმებითო”, _ მოითხოვა.

არავის არასდროს ახსოვდა ლანჩხუთი და ლანჩხუთელები და არც ახლა ახსოვს, ჩემი რაიონის მცხოვრებლები, ადამიანებად კი არა, ამომრჩევლებად აღიქმებიან!” _ დაწერა გვანცა ნაკაიძემ ფეისბუქჯგუფში “This is ლანჩხუთი” და იქვე კითხვაც დასვა _ “სად იყო პრემიერი, სად იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი, სად იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი და ყველაზე მთავარი, სად არიან კომპეტენტური გეოლოგები, რომლებიც ხალხს ეტყვიან, რა მოხდა და რას უნდა ველოდოთ???”

თეო გიორგაძე: “ადამიანმა თუ რაიმე მოითხოვა და კეთილდღეობა უნდა, ან ოპოზიციაა ან სულაც “ნაციონალმა” დაავალა და “ნაცია”. მშვიდობა გვინდა და ისეთი საქართველო, სადაც ადამიანებს არ შიათ, არ სწყურიათ და არ ეშინიათ უბედურების, ვინმემ არ მოკლას და არ დააშანტაჟოს. თითოეულს მიუძღვის წვლილი ამ სტიქიაში, მაგ მერიაში და თუნდაც აქ საკრებულოში და კიდევ სოფლის მცხოვრებლებს, ვინც მოსყიდულ იქნა კარიერების ნებართვაში… ხომ გააქვთ საკუთარ ჭკუაზე ხრეში და აი, მაგან გამოიწვია ეს, რაც მოხდა _ დაიძრა მთები და ახლა თუ დაუდგნენ გვერდით ვინმეს, ეგ არაფერი, მეტიც შეეძლოთ და მოეთხოვებათ კიდეც”.

მაიკო ნაკაიძე: “არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ადგილობრივ გამგეობასთან, მეტიც, მართლა დასაფასებელია, რასაც აკეთებენ და პირველივე დღიდან ძალებს არ იშურებენ მოსახლეობის საკეთილდღეოდ, მაგრამ გული მწყდება, როცა ცენტრალური ხელისუფლებისგან, ჟურნალისტებისგან დიდი ყურადღება არ გვიგრძვნია.

რა შეიცვალა ამხელა ტრაგედიის მერე? მიზეზი რა იყო? უხვი ნალექი? _ მეეჭვება. სად არის გეოლოგების ოფიციალური დასკვნა… არ ვარ ამ მხრივ განათლებული, მაგრამ მე ვიცი, რომ ამდენი “სილისა” და ხრეშის მოპოვებამ სუფსისა და შუთის სანაპიროებში, მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მივედით. რატომ? _ ამაზე მხოლოდ ერთეულები საუბრობენ. ვიყავი ჩოჩხათში ამ დღეებში და ისევ იღებენ ქვიშას ერთეულებიო. არა, ბატონო, არ უნდა მივცეთ ნება… მე, მაიკო ნაკაიძე გპირდებით, სადმე თუკი დავინახავ, რომ იღებენ ქვიშას და ხრეშს, აუცილებლად თავს შევაკლავ. არავის ვაპატიებ იმ ღამეს, რაც მე გამოვიარე… გზას ვაკეთებთო, ეს არ არის პასუხი, მეტიც, ყველაზე ცუდი პასუხია… კარგად იციან, რომ ქვიშა და ხრეში არც შუთიდან უნდა აიღონ და არც სუფსიდან, უარესი კიდევ, ჩემი სახლის წინ პაწაწუნა ნაკადული რომ ჩაედინება, არც იქედან…”

ტარიელ ხუხუნაიშვილი: “პირველ რიგში, ის უნდა ვთქვა, რომ სტიქიას და ბუნების მოვლენებს ვერაფერი დაუდგება წინ. თუმცა, დავძენ, რომ ეს სხვა შემთხვევაა, რომელიც ხელოვნურად შექმნილი კრიზისია.

ურემი გადაბრუნდა _ გზა მერე გამოჩნდა. ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ახლა ამართლებს იმათ ვინც, დანგრეულის აღდგენას ცდილობს და ლამის, გმირად გამოჰყავთ. ნიშნისმოგებით არაფერს ვამბობ, მაგრამ სანამ ურემი გადაბრუნდება, მანამ უნდა მივიღოთ ზომები, ურემი რომ არ გადაბრუნდეს. რასაც ვაკეთებთ, გაკეთებამდე გასაკეთებლის უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. შესაბამისი ორგანოები უნდა არსებობდეს, რომლებიც შეისწავლიან საფრთხის მიზეზებს. ამის მსგავსი კი არაფერი არსებობს. აწი მაინც უნდა გამოიფხიკონ ყურები იმათ, ვისაც ევალება მსგავსი პრობლემების მოგვარება, რომ უარესი არ მოხდეს. ჯერჯერობით, ხდება პირიქით, ვინც დაზარალდა ან გაუბედურდა, მათ წინააღმდეგ საყვედურები ისმის”.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ამ საწუხარს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირმა მგელაძეც ეხმაურება: “ძალიან მწყდება გული, ისეთი სურათია, რომ სულ წყალში იყრება იმ ადამიანების ძალისხმევა, ვისაც, ზუსტად ვიცი, როგორც ტკივა ეს ყველაფერი. უბრალოდ, მათ არა აქვთ შესაბამისი რესურსი…

რამდენი სოფელია მიწასთან გასწორებული და ერთხელაც კი არ ჩათვალა საჭიროდ პრემიერმა ჩამოსვლა, არც მინისტრი ბრძანდებოდა (ინფრასტრუქტურის)… დიახაც, უნდა ჩამოსულიყვნენ, უნდა დაგვდგომოდნენ გვერდით და უნდა მოეფიქრებინათ მალე გადაწყვეტილებები… მაგრამ ლანჩხუთი ვის აღელვებს, აქ ყველაზე ნაკლები რაოდენობის ამომრჩეველია და თან უმეტესობა, ასეთ პირობებშიც კი, მაღალ შედეგს აძლევს ამ უნიათო ხელისუფლებას!

დიახ, მიცვალებულებიც რანგირებული ჰყავთ (ისევე, როგორც უკრაინაში მებრძოლი მეომრების პანაშვიდები), სამძიმარზეც კი არ მისულან გარდაცვლილთა ოჯახებში.

ეს არაა თანადგომა! ეს არაა კრიზისების მართვა! ეს არაფერი არაა! ყველამ იცის ადგილობრივ ხელისუფლებას რა შანსი აქვს, ისიც გასაგებია ჩვენი მერი მართლა როგორ წუხს და თითოეულ ადამიანს ანუგეშებს, მარა მერე რა… ცენტრალურმა თუ რამე არ მოიფიქრა და ცხადია, უკვე ჯერ არაფერი რომ არა აქვთ მოფიქრებული და ადგილობრივს შეატოვეს ხელში, ძალიან ცოდვები იქნებიან დაზარალებულები”, _ წერს მგელაძე.

სოფო წილოსანი

ავტორი

ალექსანდრე სარიშვილიირმა მგელაძე
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15 თებერვალი, 2026

ლახამი ჰესის მმართველმა კომპანიამ საცალო ბონდების ემისია განახორციელა

თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო