ჰამასის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელში ამბობენ, რომ ღამით 200 სამიზნე ობიექტზე მიიტანეს შეტევა.
BBC-ის ინფორმაციით, აშშ, ისრაელი და ეგვიპტე განიხილავენ ღაზის მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის საკითხს.
“ამ საკითხზე ვართ ფოკუსირებული, კონსულტაციები მიმდინარეობს,” – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.
ღაზის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შაბათის შემდეგ ისრაელის ავიადარტყმებს სულ მცირე 900 ადამიანი ემსხვერპლა, 4600-ზე მეტი კი დაშავდა.