ცენტრალურ ისრაელში, მათ შორის, თელ-ავივში საჰაერო განგაშია. მედიის ინფორმციით, სირენების ხმა ისმის რიშონ ლეზიონში, ბნეი ბრაკში, ჰოლონში, რამლეში, აშკელონსა და სხვა ქალაქებში.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ძალები, ფართო ლოჯისტიკური ძალისხმევის მხარდაჭერით და ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურის სარეზერვო მობილიზაციის დასრულებით, ემზადება შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ და კოორდინირებულ შეტევას ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან.
პრემიერი ნეთანიაჰუ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა იმ სოფლებში, სადაც ჰამასის ტერორისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცა. იგი იმ სამხედროებს შეხვდა, რომლებმაც ეს სოფლები და ღაზის მოსაზღვრე ტერიტორიები ტერორისტებისგან გაწმინდეს.