ისრაელის ნებისმიერმა სახმელეთო შეტევამ ღაზას სექტორში, შესაძლოა, კონფლიქტების ესკალაცია გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთის სხვა ადგილებში,_ ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არავის შეუძლია ჰქონდეს სიტუაციის კონტროლისა და კონფლიქტების არ გაფართოების გარანტია.
”მათ, ვინც დაინტერესებულია ომისა და კრიზისის არეალის გაფართოების თავიდან აცილებით, უნდა აღკვეთონ ამჟამინდელი ბარბაროსული თავდასხმები… მოქალაქეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ღაზაში”,_ განაცხადა მინისტრმა.
ამირ-აბდოლაჰიანმა ასევე გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ცალსახად უჭერდა მხარს ისრაელს, ჰამასის ტერორისტების მიერ გახორციელებული თავდასხმის შემდეგ.