ჰონგ- კონგის საერთაშორისო აეროპორტის ჩინოვნიკებმა ელექტრო ეტლის ბალიშებში დამალული 11 კგ კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 1,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უკანონო ტვირთი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც 51 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი განბაჟებას გადიოდა და დააკავეს.
როგორც ცნობილია, ის კარიბის ზღვის ქვეყნიდან სინ მაარტენიდან პარიზის გავლით ჩავიდა. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუ დამნაშავედ ცნობენ საშიში ნარკოტიკებით ვაჭრობაში.
ექსპერტიზა დაინიშნა, რადგან პერსონალს ეჭვი შეეპარა და აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ სავარძლის ბალიში და საზურგე ხელახლა იყო შეკერილი.
კაცმა, რომელიც არ არის ჰონგ- კონგიდან და აქვს მობილობის პრობლემები, განაცხადა რომ მანქანის გაქირავების კომპანიის დირექტორია და ეტლი მას მეგობარმა მისცა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.