არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრ მოსწავლეებს და პედაგოგებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტში შეხვდა და საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
„თემა-გლობალური დათბობის, კლიმატური ცვლილებების ფონზე ეკოდერეფნების, ქარსაფალი ზოლის მნიშვნელობა, სარგებლობა და არსებული მდგომარეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. “ – გვითხრა ირმა გორდელაძემ. შეხვედრაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში, თამარ ოგანოვამ ისაუბრა ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომელიც ეხებოდა ქარსაფარი ზოლებს. მოსწავლეებისა და პედაგოგების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია აღნიშნულმა თემამ, ასევე გამოითქვა სურვილი ქარსაფარი ზოლების აღდგენის. მოსწავლეებმა გამოთქვა სურვილი გაავრცელონ ინფორმაცია საკუთარ სკოლასა და თემში. დაიგეგმა სამომავლოდ ერთობლივი აქტივობები. დამსწრეთ დაურიგდა საინფორმაციო ფლაიერები. პროექტს “აქტიური ქალები უკეთესი მომავლისათვის” ახორციელებს- გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო” , ” ქალთა ფონდი საქართველოში” მხარდაჭერით. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved