“გურია ნიუსისთვის” ნასაკირალის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი პირები ჩოხატაურიდან ოზურგეთში გეგმურ დიალიზზე მიდიოდნენ.
“ორი ავტომობილი შეეჯახა. დღეს, დაახლოებით დილის საათებში.
როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფები პირები გეგმურ დიალიზზე მიდიოდნენ”,- გვეუბნება წყარო.
შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ოზურგეთის “მედალფაში” გადაიყვანეს.
როგორც “გურია ნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და შესაბამის დიალიზის კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ისინი უკვე ბინაზე გაწერეს.
ამავე თემაზე: