https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნოდარ დუმბაძე, თენგიზ ჩანტლაძე, ცივი ლუდი… ფსიქიატრიული

22:03; 21.10.2023
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში დაგაბრუნებთ და იმ დროს ქართველი ხელოვანების თავს გადამხდარ რამდენიმე კურიოზულ შემთხვევას გაგახსენებთ.

თენგიზ ჩანტლაძეს სტუდენტობის პერიოდში ერთი ძმაკაცი ჰყავდა, რომელსაც „ნიკიტას“ ეძახდნენ, რადგან ძალიან ჰგავდა ხრუშჩოვს. ის უნივერსიტეტში სწავლობდა და რადგან აკადემიური მოსწრება არ უვარგოდა, მეორე კურსიდან რიცხავდნენ. ერთი სიტყვით, „ნიკიტა“ განწირული იყო და დახმარებისთვის თენგიზ ჩანტლაძეს მიმართა, რომელიც „გეპეიში“ სწავლობდა და უკვე საკმაოდ ცნობილი პაროდისტი იყო. თენგიზმა არც აცია, არც აცხელა და თავისი მეგობრის დედას, რომელიც „ცეკას“ პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის კაბინეტს ალაგებდა, სთხოვა, იქ შეეშვა და აუხსნა – რატომ. ქალს შეეცოდა „ნიკიტა“ და თენგიზი ერთ დილას „ცეკაში“ „შეიყოლა“. თენგიზმა მჟავანაძის „ვეჩედან“ (მაღალი სიხშირის ტელეფონი) უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, ვიქტორ კუპრაძეს უთენია დაურეკა სახლში და მჟავანაძის ხმით უთხრა:

– ამხანაგო რექტორო, თქვენთან „ნიკიტას“ (სახელი და გვარი დაუსახელა) სწავლობს. გავიგე, რომ პრობლემები აქვს და გთხოვთ, მოუგვაროთო.

კუპრაძემაც იცოდა „ნიკიტას“ რომ ეძახდნენ იმ ბიჭს. ეგონა, მართლა მჟავანაძემ დაურეკა და იფიქრა, ხრუშჩოვის უკანონო შვილიაო და არამც თუ არ გარიცხა, არამედ იმ დღიდან ცივ ნიავსაც არ აკარებდა.

მედეა ჩახავა ასეთ ისტორიას იხსენებდა: „დოდო ალექსიძის ცნობილი სპექტაკლი „პეპო“ თავის ანტრაქტიანად ორსაათ-ნახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა. აღა არუთინას როლს გენიალური ეროსი მანჯგალაძე ასრულებდა, მე კი მისი პარტნიორი ვიყავი. როგორც მოგეხსენებათ, ეროსი სპორტული კომენტატორიც იყო და ძირითადად, ფეხბურთის რადიორეპორტაჟები მიჰყავდა. ამ ორ ფრონტზე ეროსი წარმატებით უძღვებოდა თავის საქმეს, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ფეხბურთისა და სპექტაკლის დრო ერთმანეთს ემთხვეოდა და ეროსის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით უხდებოდა გამოსავლის მოძებნა. ერთხელ „პეპოს“ დღის სპექტაკლს ვთამაშობდით, რომელიც 5 საათზე იწყებოდა და იმავე დღეს კი – საღამოს 7 საათზე თბილისის „დინამო“ თამაშობდა და რადიორეპორტაჟი ეროსის უნდა წაეყვანა. რა თქმა უნდა, დროში ვერ ჩაეტეოდა ეროსი და მთელი დასი დაგვითანხმა, სპექტაკლი თავის ტემპში გვეთამაშა და ზოგიერთი სცენები გამოგვეტოვებინა კიდეც. ასეც მოხდა, უნდა გენახათ, რა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვთამაშობდით და სცენიდან სცენაზე გადავდიოდით. ანტრაქტიც სულ ხუთი წუთი გაგრძელდა და გიჟური რიტმი გავაგრძელეთ. სულს ძლივს ვითქვამდი, თან ცხელოდა, მაგრამ რა მექნა, ეროსის ხომ არ დავაღალატებდი. არც თავად ეროსის ადგა კარგი დღე, რადგან უკვე ასაკში იყო.  თუმცა, ფეხბურთის სიყვარული მას ყველა წინაღობას ალახვინებდა და როგორც იქნა, ფინალამდეც მივედით. ბოლო სცენაში ფარდის დახურვის წინ ტრისტან ყველაიძე აღა არუთინას მხრებზე ადებს ხელებს და ეუბნება: „ახლა, აღა არუთინ, დავრჩით მარტო მე და შენ…“ ეს ფრაზა რომ წარმოთქვა ტრისტანმა და ფარდაც დახურვისკენ წავიდა, ეროსი თავის კოსტიუმ-გრიმიანად ადგილიდან მოწყდა და სცენაზე დარჩენილ მსახიობებს მიაძახა: თქვენ დარჩით, მე კი ფეხბურთზე წავედი, უნდა მივასწროო. „პაკლონზე“ უკვე ეროსის გარეშე გავედით და დარბაზი მქუხარე ტაშს გვიკრავდა, მიუხედავად იმისა რომ ასოცდახუთწუთიანის სპექტაკლი სულ რაღაც სამოც წუთში ვითამაშეთ“.

მსახიობების შემდეგ მწერლებზე გადავიდეთ და ბატონი ნოდარ დუმბაძე გავიხსენოთ. ბატონი ვანო ცინცაძე ერთ „ისტორიას“ ხშირად იგონებდა.

„ერთხელ ნოდარ დუმბაძე ავად გახდა.

მე, ჩემმა კოლეგამ, ავთო ადეიშვილმა და კიდევ ერთმა კოლეგამ ავადმყოფის ნახვა გადავწყვიტეთ და სახლში „დავადექით“.

– როგორ ბრძანდებით, ბატონო ნოდარ? – მოვიკითხეთ.

– ქე ვარ, ძამა, ლენინივით.

– როგორ თუ ლენინივით? – გაგვიკვირდა მაშინ, თორემ მერე და მერე მთელ საქართველოში  გავარდა ეს დიალოგი ანეკდოტად.

– როგორ, ძამა და, მკვდარი ვარ და არ მასვენებენ.

აგვიტყდა ურა-სიცილი.

– რა ჯობია, ახლა ამ სიცხეში ჩაციებულ ლუდს, – მოიწყინა ბატონმა ნოდარმა.

–„პივბარში“ დაგბატიჟებთ! – გამოვიდეთ თავი.

– ეჰ, არ შეიძლებაო – ექიმებმა, თვარა, ბარი მეც ქე ვიცი, სადაცაა. აქედან რო გახვალთ, ჩემს დილიხორზე აუცილებლად მიირთვით ცივი ლუდი, თქვენც გაგიხარდებათ და მეც. – მერე ავთოს რაღაცა უჩურჩულა ყურში.

გამოვედით თუ არა, ატყდა ავთო – კაი ადგილი ვიციო. კაი პივაა იქ, ცივი და შესანიშნავი.

მანქანა ორსართულიან შენობასთან გავაჩერეთ.

ავთო ჩვენზე უფროსი იყო და დავალება მომცა:

– ვანო, გადადი ერთი, ძმურად, ადი მეორე სართულზე… დანომრილი „კუპეებია“. შედი 17 კუპეში და ბარმენს ჰკითხე, ტკაცუნა „ივერია“ სასისკი და ცივი ლუდი თუ გაქვთ-თქვა. თუ დაგეთანხმა, ფანჯრიდან გვანიშნე და ამოვალთ.

– კარგი, ბატონო.

ავუყევი კიბეს. მივადექი 17 კუპეს. დაკეტილია. დავაკაკუნე – ერთხელ, მეორედ.

როგორც იქნა, გაიღო კარი და თეთრხალათიანმა კაცმა გამოიხედა.

– შეიძლება?

– მობრძანდით, მობრძანდით, – არაჩვეულებრივად თავაზიანად მიმიპატიჟა.

– ადგილი გაქვთ? – სამნი ვართ ჩვენ.

– რამდენიც გაგიხარდებათ. აბა, რას ვაკეთებთ აქ ჩვენ?!

– ისა, პივა თუ გაქვთ, ცივი?

– ბატონო?

– პივა თუ გაქვთ, პივა, ცივი?

– მე გავიგონე, პივა თუ გაქვთო.

– დიახ, სწორად გაიგონეთ, ბატონო.

– პივა არა? მაშასადამე…

– დიახ…

– ცივი, ხომ.

– დიახ.

– გვაქვს, აპა არა, შე კაცო?

– ძალიან კარგი… ტკაცუნა „ივერია“ სასისკი?

– სასისკი? კი, რა თქმა უნდა, სულ ახალი მიღებული გვაქვს, – თავაზიანად გამიღიმა დამხვდურმა.

– ძალიან კარგი. ფანჯარა საითაა?

– რა ფანჯარა, კაცო?

– ფანჯარა… ქუჩაში გამავალი.

– ფანჯარა რად გინდა? – აქედან გადახტომა და მით უმეტეს – გადავარდნა აკრძალულია ინსტრუქციით.

– გადახტომა არა ის… ავთოს დავუძახებ-თქვა.

– ავთოს? ავთო ვინაა?

– ჩემნაირია ისიც, პივა უყვარს იმასაც,

– აა, იმასაც უყვარს ხომ?

– ძალიან.

– კარგი, მობრძანდი, აგერაა ფანჯარა.

– გაგახაროთ ღმერთმა! – აჩქარებული ნაბიჯებით წავედი ფანჯრისკენ.

– სტოპ! – დამიძახა კაცმა – მეტი წინ აღარ წახვიდე აქედან დაუძახე.

– მოიცა, გავაღებ – დავეპაწკურე ფანჯრის საკეტს.

– ვერ გააღებ, ჩალურსმულია.

– რატომ, ბიძია?

– იმიტომ, რომ „სევოდნია ნე ლიოტნაია პაგოდა“, ჩაიცინა კაცმა და თავსივა ასისტენტს (ალბათ, მუშაა – გავიფიქრე) მიმართა:

– კოლიას და ჟორას დაუძახე.

კოლია და ჟორა წამსვე „დაიჩითნენ“.

– ეს ჩაიყვანეთ ქვემოთ, მესამეში! ცოცხლად, ჰე, ცოცხლად!

– ჩვენ აქ გვირჩევნია, – გამოვიდე თავი, – კაი ჰაერია აქ. ისე, ფანჯარაც რომ იღებოდეს, უკეთესი კი იქნებოდა, მაგრამ ჩალურსმული ყოფილა. არა უშავს. ერთ ფანჯარას ჩავამტვრევ, რა დაჯდება, ჰა, ჰა – 5 მანეთი.

– არაა საჭირო, ქვემოთ ჯობია, მესამეში, იქ ფანჯარაც იღება, ძმაო.

არ იქნება, კი იქნებაში ამომიდგნენ გვერდებში კოლია და ჟორა. მომქაჩეს და მიმაფორთხიალებენ კიბეებზე.

– გაუშვით ხელი, თქვე იდიოტებო! – შემომესმა კიბეზე ამომავალი ავთოს ხმა. თან, ამათ უყვირის და თან კვდება სიცილით, – ჩვენიანია, ჩვენიანი!

ავთო კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით.

… მერე კი გაირკვა, თუ რა უჩურჩულა დუმბაძემ ადეიშვილს.

ისე კი, ჩემს თავზე მომდის ბრაზი.

კაცი იუმორისტი ხარ, თან „ნიანგის“ თანამშრომელი. შე ვირო, შენობაში რომ შედიხარ, წაიკითხე, რა: „ფსიქიატრიული საავადმყოფო“.

ნოდარის წამსვე გადაურეკეს – მაგრად „მოარტყიო“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

მიხეილ მესხი და... გენერალი ფრანკო

კულინარია და ...მაფია

ყველა სიახლე

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3.02.2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
ფინანსები

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

15:52; 3.02.2026
ფინანსები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:30; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება

11:28; 3.02.2026
საზოგადოება

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ყველა მოსწავლეზე არ გავრცელდება

10:36; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო