ცოტა ხნის წინ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის ბირთვული ძალების Twitter-ზე უცნაური პოსტი გამოქვეყნდა, ტექსტით „;l;gmlxzssaw“. ნახევარ საათში კი გვერდზე განმარტება განათავსეს: „გაუგებრობისთვის ბოდიშს გიხდით. გთხოვთ, ამ პოსტს ყურადღებას ნუ მიაქცევთ“.
ამ ტვიტებში გარკვევა The Daily Dot-ის ჟურნალისტმა, მაიკლ ტეილენმა სცადა, რომელმაც უწყებას ოფიციალური განცხადებით მიმართა. მან პასუხი ოთხ საათში მიიღო.
„სარდლობის Twitter-ის მენეჯერი დისტანციურად მუშაობს. მან გახსნილი ბრაუზერი უყურადღებოდ დატოვა. მისმა მცირეწლოვანმა შვილმა ამით ისარგებლა, კლავიატურით დაიწყო თამაში და შედეგად ტვიტი გამოაქვეყნა. ცუდი არაფერი მომხდარა, ჩვენი ანგარიში არავის გაუტეხავს“, – ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
Twitter-ზე არაერთი თეორია გაჩნდა იმის შესახებ თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ტვიტი. მათ შორის იყვნენ შეთქმულების თეორია QAnon-ის მომხმარებლებიც. მათ გადაწყვიტეს, რომ ტვიტს შემდეგი მნიშვნელობა აქვს: „Q ACQUITTED“ („Q გამართლებულია“).
ავტორი