ძალიან გააქტიურდა მტაცებელი. ყოველდღე მატულობს ზარალი მოსახლეობაში. მონადირეთა ჯგუფი ,,ძამა” მზადაა დაიწყოს აქტიურად ბრძოლა მტაცებლის წინააღმდეგ. მოვაწყობთ და დავგეგმავთ ლიცენზირებულ ნადირობას (მგელზე, ტურაზე). შეუძლიათ შემოგვიერთდნენ მოხალისეები რათა უფრო მაშტაბური და შედეგიანი გავხადოთ ნადირობა. შეუძლიათ შემოგვიერთდნენ მოხალისეები, რათა უფრო მასშტაბური და შედეგიანი გავხადოთ ნადირობა. მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკონ: 598909027.
კომენტარებში დადეთ ფოტოები, მტაცებლის მიერ დაგლეჯილი პირუტყვის, ყველამ ვისაც გაქვთ, _ განცხადებას სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფ “ძამას” ადმინისტრატორი, გაგა ყაჭეიშვილი ავრცელებს.
ამავე ჯგუფში ვრცელდება მტაცებლისგან დაგლეჯილი შინაური პირუტყვის უამრავი ფოტო.
გადაჭამა სოფელი;
“საგანგაშო მდგომარეობაა უკვე მტაცებლის მიერ მიყენებულ ზარალზე”;
“რა აზრი აქვს იმდენ გაშვებულ ფრინველებს თუ მტაცებელი არ განადგურდა. არცერთს არ დატოვებს გაზაფხულამდე იმდენი მტაცებელია მოდებული მთელ ქვეყანაში”;
“აუცილებელიცაა გამოხშირვა, გაივსო ტურებით სოფლები აურაცხელი რაოდენობითაა”;
“გახშირებულია ნადირი, პირდაპირ ეზოში დაგლიჯა ღამით წლინახევრის მოზვერი მგელმა სოფ. ახალშენში;
“სენაკი-ხობის გზაზე ტურა კაი ძმაკაცივით მომიჯდა გვერდით მანქანა გადავაყენე და.. _ წერენ ჯგუფის წევრები.