ჩინეთის სასამართლომ ერთ-ერთი წყვილის განქორწინების საქმისას განხილვისას უპრეცედენტო განაჩენი გამოიტანა.
გამოცემის ინფორმაციით, წყვილი 2015 წელს დაქორწინდა, განქორწინება კი ქმრის ინიციატივა იყო. ცოლი თავიდან უარზე იყო, შემდეგ კი ფინანსური კომპენსაცია მოითხოვა და ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი ქორწინებაში საოჯახო საქმიანობას არ ეწეოდა და მათ შვილზეც არ ზრუნავდა.
მოსამართლემ კაცს ყოფილი ცოლისთვის ქორწინების პერიოდში დიასახლისობისთვის ანაზღაურების გადახდა დააკისრა. ქალი 8 800 დოლარს მიიღებს, იმისთვის რომ რვა წლის განმავლობაში სახლს ალაგებდა, საკვებს ამზადებდა და შვილზე ზრუნავდა.
მოსამართლემ განაჩენი ქვეყანაში ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ მიიღო. კანონის მიხედვით, მეუღლეს უფლება აქვს განქორწინების შემთხვევაში, ფინანსური კომპენსაცია მოითხოვოს, თუ მიაჩნია, რომ ბავშვის გაზრდის, მოხუცებულ ნათესავებზე ზრუნვისა და პარტნიორის დახმარების მხრივ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ვიდრე მის მეორე ნახევარს. მანამდე ამ კომპენსაციის მოთხოვნა მხოლოდ საქორწინო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში იყო შესაძლებელი.
საქმემ ჩინეთში საოჯახო საქმიანობის შესახებ მასშტაბური დებატები გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ დაკისრებული თანხა ძალიან მცირეა.
ავტორი