ცოტა ხნის წინ, ჟურნალის „The Economist“ ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიის პირველ ადგილზე ავსტრალიის ქალაქი ოკლენდია. გასული წლების ლიდერმა – ავსტრიის დედაქალაქმა ვენამ მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.
პირველ ათეულში 8 ადგილი ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და იაპონიის ქალაქებმა დაიკავეს. ათეულში მხოლოდ ორი ევროპული ქალაქი – ციურიხი და ჟენევა მოხვდნენ (მე-7 და მე-8 ადგილზე).
„Economist“-ის სპეციალისტები 140 ქალაქს აფასებენ. რეიტინგში ბოლო ადგილი კვლავ სირიის დედაქალაქმა დამასკმა დაიკავა.
ავტორი