4 შვილის დედა, ნელი ლუხოშვილი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, იპოვეს. ნაპოვნი ქალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დომიკ მანგო.
ვიპოვეთ! ყველას დიდი მადლობა უსწრაფესი რეაგირებისთვის. 4 შვილის დედა, ნელი ლუხოშვილი ნაპოვნია. ერთ-ერთ პარკში იჯდა გაურკვევლად, შეშინებულია. ახლა იმყოფება პოლიციაში დაკითხვაზე, რომ გაირკვეს გარემოებები“, – წერს დომენიკ მანგო, რომელმაც ახალგაზრდა ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.