“წითელ ზღვაზე მდებარე ქალაქის მოსახლეობა გაორმაგდა. 60,000-ზე მეტი ევაკუირებული ჩამოვიდა”,_ ამის შესახებ განცხადება ეილათის მერმა გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, ისინი ამ დრომდე ცხოვრობდნენ 12000 სასტუმროს ნომერში, 4000 კერძო ნაქირავებ ადგილას და სპეციალურ სტუმართმოყვარეობის ცენტრებში.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა სახის ვარიანტს, მათ შორის კარვების ქალაქის შექმნას“, – განუცხადა მერმა ელი ლანკრიმ ისრაელის მე-12 არხს.
„ჩვენ მომზადებული გვაქვს გეგმები და წარვუდგენთ გადაწყვეტილების მიმღებებს”,_ აღნიშნა ლანკრიმ.