https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია ჩვენი ოჯახის დამარხვას ითვალისწინებს?!”

20:27; 23.10.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ექადია ოზურგეთის სამხრეთ ნაწილის უბანია და შეფენილია გორაკზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ქალაქის ცენტრალური ნაწილისგან მას მდინარე ბჟუჟი ჰყოფს. ამ ადგილზე ტყე-პარკის გაშენება 20 ჰექტარ ფართობზე, ჯერ კიდევ 1960 წელს დაიგეგმა და ეს პროექტი, მაშინ, საბჭოთა საქართველოს 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სულ ბოლოს, 2021 წელს, ამ ტყე-პარკის რეაბილიტაცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება იყო და ოზურგეთელებს ამ დაპირების თაობაზე, 2022 წლის ივნისში, მუნიციპალიტეტის მერმა შეახსენა. მან თქვა, რომ რომ აქ საუცხოო გარემო შეიქმნებოდა და ტყე-პარკის რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდებოდა:

_ არსებული ლანდშაფტის მწვანე ნარგავების სრული დაცვით და შენარჩუნებით, ვგეგმავთ რეკრეაციული ზონები მოწყობას, სასეირნო ბილიკების გაკეთებას, დასასვენებელი პარკების და ლამპიონების მონტაჟს. პროექტის ბიუჯეტი ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ექადიის ტყე-პარკი გახდეს ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და სანაპირო ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდეს, _ თქვა 2022 წლის ივნისში ავთანდილ თალაკვაძემ.

2022 წლის აგვისტოში პროექტის გახორციელება დაიწყო და მისმა ღირებულებამ მილიონ სამოცდაათი ათასი ლარი შეადგინა. ახლა ექადიის ტყე-პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები თანამედროვე საფეხმავლო ხიდიც უკვე გაკეთებულია და პროექტის ამ ნაწილის შესახებ, მოქალაქეების მხრიდან საყვედური არ გვსმენია.

_ ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია და მალე ექსპერტიზა ჩატარდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 70 ათას ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო პროცესი 2022 წლის 11 აგვისტოს დაიწყო, _ ინფორმაციას გვიდასტურებს ოზურგეთს მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი, გოჩა აბაშმაძე.

ტყე-პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვეში, კანონის შესაბამისად, შუალედური ექსპერტიზა ჩატარდა, რომელსაც, ადგილზე გასვლით, მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მისი მოადგილე, ნიკა ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

შუალედური შემოწმების აქტში დაფიქსირდა თუ არა ხარვეზები, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ვიცით და “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა, რომ ექადიის უბნის _ წმიდა გიორგის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი გობრონიძეების ოჯახს, სასიცოცხლო პრობლემა შეექმნათ.

მცირე მეწარმე მაკა გობრონიძემ, რომელსაც ვარდების მრავალფეროვანი ჯიშები გამოჰყავს, რთული გზა გაიარა და ძალიან მძიმე დაავადება სწორედ დაუღალავი შრომით, ოპტიმისტური შემართებით და მომავლის იმედით დაამარცხა. გურიის მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ბოლო დროს, გლობალური ცვლილებების პირობებში, განსაკუთრებით გაძლიერებულია სტიქიური პროცესები, რასაც გურიაში სულ ახლახანს მსხვერპლიც მოჰყვა. თუმცა, როგორც ქალბატონი მაკა ამბობს, აღნიშნული ტყე-პარკის რეაბილიტაციისას, უხეიროდ დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების გამო, მის საკარმიდამო ნაკვეთში, მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა.

_ მიხაროდა, პარკის რეაბილიტაცია რომ დაიწყო. მეგონა, ჩვენს ინტერესებს გაითვალისწინებდნენ არხების გაყვანისა და ბეტონის კედლების ჩამოსხმის პროცესში. ეს ტყე-პარკი გორზეა, რომლის ძირშიც, მთელ სიგრძეზე, წმიდა გიორგის ქუჩა მიუყვება. გზის პირას კი ვცხოვრობთ ჩვენ და ასევე მრავალი ოჯახი. ჩვენ ტყე-პარკის შესასვლელ ჭიშკართან ახლოს ვართ. წარმოუდგენელი ამბავი ხდება. რეაბილიტაციის დროს გაკეთდა, მოასფალტდა ტყე-პარკში შემავალი გზა და გზის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს ჩამოასხეს ბეტონის კედლებით შეკრული არხი. ეტყობა, მე და ჩემი ოჯახი, ამ ყველაფერში სურამის ციხესავით უნდა ჩაგვაყოლონ! _ აღელვებული გვიყვება ქალბატონი მაკა და ცუდად დაპროექტებულ-აშენებული არხების სისტემას გვაჩვენებს.

_ არხი გაკეთდა ქუჩის გასწვრივაც, ოღონდ გაცილებით ვიწრო; რაც შეეხება პარკის ზედა ნაწილიდან დაღმართზე, გზის გასწვრივ დაშვებულ არხს, პირველივე მოსახვევში ისეა გადაერთებული, ყველაზე უვიციც კი მიხვდება, რომ დამპროექტებელს არაფერი ესმის ამ საქმის. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ აქ ცოტა უფრო ღრმა და ფართო, “გოფრისებური” მოსახვევი უნდა გაკეთებულიყო, რომ ზემოდან წამოსული ღვარცოფი თავისუფლად მოტრიალებულიყო თავქვე. რა ხდება ახლა? წყალი, რომელიც თავისუფალ მოსახვევს ვერ პოულობს, ასკდება არხის ვიწრო კუთხეს, გადადის გზაზე, მერე ტყეში ეშვება თავქვე, გადაევლება გზას და პირდაპირ ჯერ ეზოში და მერე სახლში გვივარდება! ღიად ვეკითხები და შევტირი ცას და ქვეყანას _ ამ პარკს უნდა შევეწიროთ?!! უკვე მესამედ ამაოხრა მოვარდნილმა ღვარცოფმა ერთ წელიწადში!!!

სტიქია როცაა, ცხადია, წინ ვერავინ გადაუდგება და “მშრალი ვერავინ გამოვალთ”, მაგრამ რაც აქ გააკეთეს, არის უცოდინართა ნამოქმედარი და ეხმარებიან სტიქიას ჩემ წინააღმდეგ. სასაცილოა, ისეთ თავსხმა წვიმაში, ზემოდან დაშვებული წყალი, დაბლა არხში აღარ მოდიოდა _ გადავიდა გზაზე, ტყეზე და დაეშვა ჩემს ეზოში! რისთვის გააკეთეს? არავის არ ესმის ჩემი არც ტირილი, არც ყვირილი და არც თხოვნა! დამაქციეს! სხვათა შორის, პარკის რეაბილიტაცია რომ დაიწყეს, რომ ვნახე, რანაირად იყო არხები მოსახვევებში შეერთებული, მაშინვე ვთქვი, რომ ცუდი ამინდის დროს, ღვარცოფი წამლეკავს-მეთქი…..ჩემს ძლივს გამოყვანილ ვარდებს, წყალში და ხრამებში ვდიე…გული მომიკვდა..სულ ძირიანად დათხარა და მიწაც გადარეცხა და ჩააქცია. მე იმას ხომ არ ვამბობ, რომ წვიმის დროს ნიაღვარი არ იქნება? მაგრამ ეს ნიაღვრებით შეკრული, მდინარედ ქცეული ღვარცოფი რომ შემოგივარდება სახლში ყოველ ჯერზე, როცა გაწვიმდება, შეიძლება აქ არსებობა?! სიმწრით მოწეული ბაღ-ბოსტანი რამდენჯერ გამიოხრდა, ვინ მოთვლის. ნეტავ, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია, ჩვენი ოჯახის დამარხვას ითვალისწინებს?! _ ამბობს მაკა გობრონიძე. ამ ფაქტების შესახებ “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა და ვცდილობდით დავხმარებოდით ქალბატონ მაკას, რომელმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლების წინ, უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, გაუძლო დიდ განსაცდელს, აღიდგინა ჯანმრთელობა და ვარდების მოშენებით დაიწყო მცირე ბიზნესი. ახლა კი კარმიდამო, ნარგავები და ბაღ-ბოსტანი არაერთხელ გაუნადგურა სტიქიამ.

ქალბატონი მაკას მეუღლე, მიხეილ გობრონიძეც ყურადღებას ითხოვს და წუხს, რომ მათ გასაჭირს არაფრად აგდებენ:

_ რაკი არ დაიშალეს და მაინც უხეიროდ ჩააბეტონეს არხი, იმაში მაინც დაგვეხმარონ, რომ გზის გასწვრივ დამცავი ჯებირი ავამაღლოთ, რათა წყალს სადინარი მიეცეს, შედარებით ნაკლები ნაკადი მოგვასკდეს, თორემ აქ წყალი მაინც შემოვა. თავად იანგარიშონ, რამდენი ხრეში და ცემენტი დასჭირდება, გამოგვიყონ და ჩვენ გავაკეთებთ, _ ითხოვს ის.

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბიელი ” ასრულებს. როგორც კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი სოსო დვალიშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია:

_ დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო. ახლა ელექტროსადენების გადაერთება ხდება. სკამები და ურნები გვაქვს შემოსატანი. გაკეთდა ათი ფანჩატური, დაიგო 600 მეტრი სიგრძის ასფალტი. ასევე, გაკეთდა 550 მეტრი სიგრძის ბეტონის არხი, 400 მეტრი სიგრძის საყრდენი კედელი. გაბმულია ნათურების 50 კომპლექტი, თავისი ბოძებით. ასევე, მოწყობილია დეკორატიული განათებებიც. გაკეთდა ლითონის კიბე-ბილიკი, რომლითაც აქ მდებარე ეკლესიამდე ავა მსურველი. დაიდგა ჭიშკარი და მოხდა 50 მეტრი გრძივი ღობის გავლება, _ გვითხრა მან და ძალიან გაიკვირვა, როცა ვუთხარით მაკა გობრონიძის პრობლემის შესახებ.

_ ჩვენთვის არაფერი უთქვამს და თქვენ რატომ მოგმართათ?! _ გაიოცა ბატონმა სოსომ. ამ გაოცებას, თავის მხრივ, სრული სიცრუე უწოდა ქალბატონმა მაკამ:

_ ახლა, მაგათ რა უნდა ელაპარაკოს და დაუჯეროს ადამიანმა?! ვინ დათვლის, რამდენჯერ მივმართეთ! არა, რა, ადამიანად არ გვაგდებენ, ხალხად არ გვთვლიან! სიტყვას ბანზე გვიგდებენ, სტიქიაა და წყალი წამოვაო. თითქოს ჩვენ ჭირვეული ბავშვები ვიყოთ, წვიმის წკაპუნზე რომ ბრაზობენ… აქ ჩვენი ცხოვრება შეუძლებელი ხდება. მით უფრო, საშიში კლიმატური ცვლილებების დრო მოგვადგა, _ წუხს მაკა გობრონიძე.

“გურია ნიუსი” დაინტერესდა, ვინ შეადგინა ტყე-პარკის სარეაბილიტაციო პროექტი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს და სოსო დვალიშვილმაც დაგვიდასტურა, რომ დამპროექტებელია შპს “მორფი”. ვიდრე კითხვა გაგიჩნდებათ, თუ რატომ ვერ მოიფიქრა სხვა სახელი ამ კომპანიის დამფუძნებელმა, გეტყვით, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს; საქმიანობიდან გამომდინარე, ნაკლებად სარწმუნოა, რომ ეს სახელი ინგლისურ “გარდასახვას”, “გარდაქმნას” უკავშირდებოდეს (Morph)… თუმცა, დასახელება მთავარი პრობლემა ნამდვილად არაა. ჩვენ შევეცადეთ მიგვეღო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ მოხდა სანიაღვრე არხების ასე დაპროექტება, მაგრამ ამ კომპანიის ინტერნეტგვერდზე არსებულ სატელეფონო ნომერზე, მხოლოდ “დაცვა ვარო” _ გვიპასუხეს. ასევე, არავინ იცოდა მათი საკონტაქტო ნომერი მერიაში და შპს “ბიელის” ობიექტზე მყოფ თანამშრომლებს შორის.

როგორც უკვე ვთქვით და ოზურგეთს მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემაც დაგვიდასტურა, ტყე-პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. მისივე თქმით, პროექტის შესრულების მდგომარეობა შესამოწმებლად უკვე საექსპერტო კომპანიას გადაეცა. ჩვენ ამ კომპანიის _ შპს “იაიქაუდი დესკორტის” წარმომადგენელსაც შევხვდით, თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, ამ ექსპერტმა სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა. შპს “იაიქაუდი დესკორტის” ექსპერტად წარმოდგენილი მამაკაცი ჩქარობდა _ მშენებლები მელოდებიან, შვიდ ადგილზე ვარ მისასვლელი, რა გინდათო. როგორც ჩანს, მინიმუმ შვიდ პროექტს ეს ორგანიზაცია ამოწმებს ისე, რომ მისი წარმომადგენელი ვინაობის დასახელების ვალდებულებასაც კი არ გრძნობს!

როგორც იქნა, ჩვენს შორის, ასეთი დიალოგი შედგა:

_ უკვე ექსპერტიზაზე ყოფილა პროექტი წარმოდგენილი; რა შეგიძლიათ თქვათ, ყველაფერი სრულფასოვნად არის გაკეთებული?

_ დიახ, არის. აგერ მაქვს ხარჯთაღრიცხვა. აგიხსნით ამ დოკუმენტაციას: გავაკეთეთ არხები, ლითონის ღობე, ცხაურები… გიხსნით, უბრალოდ…

_ ერთი შეხედვითაც ჩანს _ ქაღალდივით თხელია ასფალტი… მოსახლეობა, კერძოდ, გობრონიძეების ოჯახი ბრალს გდებთ, რომ არხი არასწორადაა გაკეთებული და ერთ წელიწადში სამჯერ საშინლად დაიტბორა მათი კარმიდამო, მიადგათ ზარალი…

_ რა თხელი?! ერთსანტიმეტრიანი ფენა აქვს! რა წყალი?! სულ ჩადიოდა იქ წყალი. აქ რა იყო, არ გახსოვთ? ხალხი და რაღაცა… იმან თქვა, ამან თქვა..,

_ ხალხი “რაღაცა” არ არის, ბატონო! წყალი კი ჩადიოდა, მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ, მეგონა, გაუმჯობესდებოდა ჩვენი მდგომარეობა და გაუარესდაო, _ ამბობს მოქალაქე. ხომ უნდა მოუსმინოთ?!

_ წყალი ქვემოთ რომ ჩავიდა, ჩვენი ბრალია? აბა, სად წავა? აქ ყველა სამუშაო კარგადაა შესრულებული…კედლის აშენება, ფანჩატურის მოპირკეთება, სარტყელი, “პოიასი”, დეკორატიული ფილების დაგება, სანათები, დამიწებისთვის ჰორიზონტალური დამიწება…

_ ეს, ჩამონათვალია მაგ დოკუმენტებში თუ უკვე შესრულებული?

_ გაკეთებულია ყველაფერი და ახლა იქ წყალი თუ ჩავიდა, რა ვქნათ, ჩვენ ჩავუშვით?!

_ კითხვას სწორად იგებთ? ადამიანი გეუბნებათ, რომ არხი არასწორადაა მიერთებული და წყალი მის ეზოში, ამის გამო, მთელი ძალით შედის…

_ წავედი ახლა მე, საქმე მაქვს, _ გვითხრა “ინკოგნიტო” ექსპერტმა, რომლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ შპს “იაიქაუდი დესკორტის” წარმომადგენლად გაგვეცნო და მეგრული აქცენტით საუბრობდა. მან არც ვინაობა გვითხრა და ტელეფონის ნომრის მოცემაზეც უარი გვითხრა:

_ რად გინდა?! ტელეფონი არა, ის…

_ მაშინ მე მოგძებნით…

_ რატომ მომძებნით? გადამიღეთ? რად გინდა, რომ მიღებთ?

“ექსპერტიზის უფროსი” სასწრაფოდ გაგვექცა პარკიდან, სადაც ის ყველა სამუშაოს დასრულებულად თვლის.

“გურია ნიუსი” ხელახლა ესაუბრა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს გოჩა აბაშმაძეს და ჰკითხა, ექსპერტიზის ჯგუფის პასუხს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ თუ არა მერიაში. როგორ თვლის თავად, იქნება კი ყველა სამუშაო სრულფასოვნად შესრულებული და ექსპერტიზისგან საფუძვლიანად შემოწმებული?

ჩვენ, მას, ასევე, კვლავ ვკითხეთ, რატომ არ არის პარკში ჩადგმულ არც ერთ ფანჩატურთან მისასვლელი გზა გაკეთებული. საინტერესოა, რომ ამ გზებთან დაკავშირებულ კითხვაზე, გამახორციელებელი კომპანია შპს “ბიელის ” სამუშაოთა მწარმოებელმა სოსო დვალიშვილმა გულწრფელად გვიპასუხა, რომ ფანჩატურებთან მისასვლელი გზის გაკეთება პროექტით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ შემდგომ ეტაპზე აუცილებლად გაკეთდება! თანაც, ბატონი სოსო წინასწარ დარწმუნებულია, რომ მერე ისევ მათი ფირმა გააკეთებს!

გოჩა აბაშმაძე ადასტურებს დვალიშვილის ნათქვამს, რომ მილიონზე მეტ ლარად შეფასებულ პროექტში არ შედიოდა ფანჩატურებამდე გზის მიყვანა:

_ აღნიშნულ პროექტში არ შედიოდა ფანჩატურებამდე გზის მიყვანა. თუმცა, თუ პროექტის ფარგლებში დარჩება გარკვეული თანხა, შესაძლოა, ამით გაკეთდეს ან სხვა გზა მოიძებნოს. აღნიშნულ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ ტენდერში გამარჯვებულია.(საუბარია შპს “იაიქაუდი დესკორტის” შესახებ, რომელიც ექსპერტიზას ატარებს და საბოლოოდ ჩვენთან მაინც “ინკოგნიტოდ” დარჩა, უფროსმა ვინაობა რომ არ გაგვიმხილა, ვიდეომასალაც არსებობს.) მერიას ხელშეკრულება აქვს დადებული. კითხვაზე, როგორ ხდება ექსპერტიზის სამსახურისთვის შესრულებული სამუშაოს საფასურის გადახდა, გოჩა აბაშმაძემ გვითხრა, რომ ექსპერტი ითხოვს, ვთქვათ, შესრულებული სამუშაოს 2,9 %-ს. კიდევ ერთ კითხვაზე, მერია უპრობლემოდ ჩაიბარებს თუ არა ამ ექსპერტიზის დასკვნას, გვითხრა, რომ ასე ადვილად არ მიიღება დასკვნა: “მერიაში როცა შემოიტანენ, განიხილება. მერე ეგზავნება საპროექტო სამსახურს და საბოლოო პასუხი, ყველანაირი შემოწმების და გადახედვის შემდეგ უნდა გაეცეს. თუ საპროექტო თანახმა იქნება მათ მიერ მოწოდებულ ექსპერტიზაზე, ან არ იქნება და ექნებათ შენიშვნები, კითხვები, რა თქმა უნდა, ეს ექსპერტიზის კომპანიას სასწრაფოდ ეცნობება”,  _ გვითხრა აბაშმაძემ.

ბატონი გოჩა შეგვპირდა, რომ აუცილებლად ეწვევა გობრონიძეების ოჯახს და გულისყურით მოუსმენს. ჩვენ კი ბოლომდე თვალს მივადევნებთ და საზოგადოებას დეტალურად მოვუყვებით, თუ როგორ დასრულდება პარკის რეაბილიტაციის პროექტი; და რაც მთავარია, გაგაცნობთ, თუ როგორ წარიმართება მაკა გობრონიძის ბრძოლა სიცოცხლისთვის, ამჯერად, ადამიანების არაპროფესიონალიზმის, გულქვაობის და დაუსჯელობის გამო; ჩვენ ვემხრობით პოზიციას, რომ არც ერთი პარკის რეაბილიტაცია არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის გამწარებად, მისი უფლებების უხეშად შელახვად.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ექადია
გაზიარება120Tweet75Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

09:56; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17 იანვარი, 2026

ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ გაიმართება

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026
ზაფრანი

განსაკუთრებული „ამბავი“

9:36; 18.01.2026
ზაფრანი

„შემთხვევა“ თბილისში

9:27; 18.01.2026
პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17.01.2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო