ვაზისუბანში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ქალის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება დღეს საღამოს მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.