საქართველოში იტალიური მაფიის ბოსი, 67 წლის ჯუზეპე სგანგა დააკავეს, ინფორმაცია კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა.
ის საკუთარ ქვეყანაში დაუსწრებლად ჯერ კიდევ 2020 წელს გაასამართლეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ, ჯუზეპე სგანგაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
იტალიაში, ამავე საქმეზე გასამართლებულია არაერთი პირი, მათ შორის, სამი ძმა და ყოფილი სამართალდამცველები, რომლებსაც მაფიასთან კავშირში ედებათ ბრალი.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა შექმნეს მაფიის სტილის გაერთიანება, რომელიც პასუხისმგებელია ტურინში სხვადასხვა კრიმინალურ ქმედებებზე.
ფაქტს, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ადასტურებს. მისი თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დაკავებულის ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს.