ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, შეჯიბრებები გაიმართა ფრენბურთსა და გეზრბენში.
ფრენბურთში ვაჟთა შორის N1 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
მეორე ადგილის მფლობელი სამრევლო სკოლის გუნდი გახდა.
გოგონათა შორის პირველი ადგილი ასევე N 1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
მეორე ადგილი ზოტის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
რაც შეეხება გეზრბენს, გოგონათა და ვაჟთა შორის პირველი ადგილის მფლობელი N 1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.