BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან, რათა უზრუნველყოს ისრაელ-ღაზას ომი არ გადაიზარდოს ფართო კონფლიქტში.
”ამ საბჭოს წევრებს და განსაკუთრებით მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად,” – თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ ის მოუთმენლად ელოდება ”ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მუშაობას, ზუსტად ამის გასაკეთებლად”.
ვანგის ვიზიტი აშშ-ში ხუთშაბათს იგეგმება.