“დაიწყო ქართული ოცნების პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა არავისზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და ოცნების პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი, _ ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” მესიჯბოქსს, თითქოს ოპოზიცია ევროპელ პარტნიორებს ეუბნება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ, “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
“არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ რომ ოცნება გამალებით საბოტირებს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის “მაინც” და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე კიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს.
საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი თუ უკარნახებს, მოგვცემენ. არავითარი სხვა მოტივაცია ბუნებაში არ არსებობს: არც სოციოლოგია, არც ქართული პოლიფონია და არც ვეფხისტყაოსანი.” წერს ნიკა გვარამია