ოჯახის წევრებმა ახლობლებმა, კოლეგებმა, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს კოლორიტი სამტრედიელი, თამაზ ჟორდანია, რომელიც ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში დასვენებულ ღირსეულ მამულიშვილთან გამოსამშვიდობებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ ადამიანები და თამაზ ჟორდანიას ნათელ ხსოვნას პატივს მიაგებდნენ. თავისი მაქსიმალური კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე, თამაზ ჟორდანიას სამტრედიელები მეტსახელით -,,სტოპრო” იცნობდნენ.
პროფესიით ექიმმა ონკოლოგმა, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთ ძლიერ სამედიცინო დაწესებულებას, სამტრედიის რკინიგზის საავადმყოფოს 4 ათეულ წელზე მეტი ხელმძღვანელობდა, მის მიერ გაკეთებული სიკეთეებით უდიდესი სიყვარული მოიპოვა.
ამდენად, მისმა გარდაცვალებამ ბევრ სამტრედიელს გული დაწყვიტა.
მიმდინარე კვირაში, მეგობრების ფეისბუქგვერდებზე თამაზ ჟორდანიასადმი მიძღვნილი თბილი და სევდიანი პოსტები გაჩნდა. სულ პირველმა ბეჟან გოგიამ დაწერა:
,,წავიდა ჩვენგან ქალაქის კოლორიტი, მართლაც ასპროცენტიანი კაცი, რომელიც დააკლდა ჩვენს ქალაქს.”
ღირსეულად, სიყვარულით განვლილი ცხოვრების გამო თამაზ ჟორდანია სამტრედიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ავტორი