ცოტა ხნის წინ, აფრიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნის, უგანდის მოსახლეობამ ბანანისგან ბიოენერგიის მიღება დაიწყო.
უგანდის ბიოსაწვავით უზრუნველყოფას კომპანია „Heat International“ აპირებს. ამისთვის კომპანიამ უკვე მოაგროვა სოფლის მეურნეობის ნარჩენები და გადამუშავება დაიწყო. მაგალითად ნახშირის მტვრისა და ბანანის ქერქისგან ფერმერები ბრიკეტებს ამზადებენ, რომელსაც შეშად იყენებენ.
უგანდაში, ასევე ორგანული ნივთიერებებისგან ბიოგაზის მიღება დაიწყეს. ამისთვის იღებენ წყალს, ნაკელს და ძროხის შარდს. მასას ათავსებენ სპეციალურ ქვაბში, სადაც აირის გენერირება ხდება და მიეწოდება ქსელს.
კომპანია „Green Heat International“-ის დირექტორი ვიანი ტუმვესჯი ამბობს, რომ ეს მეთოდი ეფექტურია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის 65% სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული.
ავტორი