კაცთა 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საუდის არაბეთი უმასპინძლებს, მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ტურნირის მასპინძლობაზე.
ავსტრალიის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება ფიფას განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე.
საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ტენდერში მონაწილეობს.
“ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს არ გავაკეთოთ 2034 წლის შეჯიბრებისთვის”, – ნათქვამია Football Australia-ის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.
2030 წლის ტურნირს მაროკო, პორტუგალია და ესპანეთი უმასპინძლებენ, ასევე მატჩები არგენტინაში, პარაგვაისა და ურუგვაიში ჩატარდება.
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის მხარდაჭერის მიუხედავად, საუდის არაბეთი სავარაუდოდ საკამათო მასპინძლად განიხილება.
ქვეყანას აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო – შარშან ერთ დღეს სიკვდილით დასაჯეს 81 მამაკაცი.