ცნობილი გახდა, რომ პოპულარულ მსახიობს, კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს არნოლდ შვარცენეგერს მიაჩნია, რომ აშშ-ის დიდებული პრეზიდენტი იქნებოდა.
სამწუხაროდ მსახიობის ეს სურვილი პრაქტიკაში რთული განსახორციელებელი იქნება. აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდედობაზე კენჭისყრა მხოლოდ ქვეყანაში დაბადებულებს შეუძლიათ, შვარცენეგერი კი ავსტრიაშია დაბადებული.
„ვფიქრობ, რომ კარგი პრეზიდენტი ვიქნებოდი. თუმცა, ამასთან, ყველაფერი რასაც მივაღწიე, ამერიკის წყალობით მაქვს. ამერიკამ ბევრი შესაძლებლობა მომცა, ამერიკელმა ხალხმა კი გაშლილი ხელებით მიმიღო. ერთადერთი, რაც არ შემიძლია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა. ამის გამო წუწუნს არ დავიწყებ“, – განაცხადა არნოლდ შვარცენეგერმა.
ავტორი