ცოტა ხნის წინ, აშშ-ში კიდევ ერთი ვარსკვლავური ოჯახი შეიქმნა.
„Nirvana“-ს ლიდერის, კურტ კობეინისა და კორტნი ლავის ქალიშვილი ფრენსის ბინ კობეინი გათხოვდა.
მისი რჩეული ცნობილი ამერიკელი სკეიტბორდისტის, ტონი ჰოუკის ვაჟი რაილია. ქორწილი რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ცერემონიის წამყვანი კი ჯგუფ R.E.M.-ის ვოკალისტი მაიკ სტაიპი იყო, რომელიც კობეინის ნათლიაა.
ფრენსის კობეინი 31 წლისაა, მისთვის ეს უკვე მეორე ქორწინებაა. 2016 წელს ის დაშორდა მუსიკოს ისაია სილვას.
ავტორი