შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირი (1976 წელს დაბადებული გ.ჩ.) ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” შსს-დან მოაწოდეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.