ხელვაჩაურში,სოფელ მახოში 29 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მცირეწლოვანი ძმების მამაც გარდაიცვალა. ჯაბა ბერიძე კლინიკაში ათი დღის განმავლობაში მკურნალობდა.
ინფორმაციისთვის, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე თქმით, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.