ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა დედამიწისგან ყველაზე შორს არსებული გალაქტიკა დააფიქსირეს.
ეს სამუშაო ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია), ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს.
გალაქტიკის „MACS1149-JD1“ აღმოჩენა ტელესკოპ „ALMA“-ს გამოყენებით, მისი გამოსხივების „წითელი წანაცვლების“ საშუალებით მოხერხდა.
ორი თვის განმავლობაში მიმდინარე კვლევამ აჩვენა, რომ „MACS1149-JD1“ 50 კმ/წმ სიჩქარით ბრუნავს, ხოლო მისი დიამეტრი 3000 სინათლის წელიწადია.
ავტორი