დუა ლიპა მისი სასცენო ფსევდონიმი არ არის. დუა იხსნებს, რომ ბავშვობაში საკუთარი სახელი არ მოსწონდა, მაგრამ დღეს ამაყობს, რომ ძალიან განსხვავებული სახელი ჰქვია.
მუსიკალურ ინდუსტრიაში მოხვედრამდე დუა სამოდელი კარიერით იყო დაკავებული.
მისი სახელი ალბანურად სიყვარულს ნიშნავს.
ბავშვობაში სკოლაში მასწავლებლები მას ეუბნებოდნენ, რომ სიმღერა არ შეეძლო და მისი ხმა ზედმეტად დაბალი ტონალობისაა.
სინგლი „Homesick“ დუამ „Coldplay“–ს სოლისტთან კრის მარტინთან ერთად დაწერა.
დუა „Tupac“-ის ფანია
დუას ოჯახი კოსოვოში ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალს, „Prishtina’s Sunny Hill Festival“-ს მართავს.
დუა და ემი უაინჰაუსი ერთი და იმავე სკოლაში „Sylvia Young Theatre School“-ში დადიოდნენ.
ავტორი