“მნიშვნელობა არ აქვს სალოცავში ნასვამი მივა, ფხიზელი მივა, ვისაც სალოცავი უყვარს და ეკლესია უყვარს, მნიშვნელობა არ აქვს. არ მომეწონა ეს განცხადება, იმიტომ, რომ 10 წუთის წინ ჩემი ძმის სამძიმარზე იყო და მერე წავიდა და შეურაცხყოფა გამოვიდა ჩემი ძმის”, _ ეს განცხადება მედიასთან ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ ნიკოლოზ გინტურმა გააკეთა.
ნიკოლოზ გინტურის თქმით, 2008 წლის ომის მონაწილე თამაზ გინტურს ხვალ, შაბათს, 13:00 საათზე მშობლიური სოფლის, კირბალის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაასაფლავებენ.
ინფორმაციისთვის, რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება… რამდენი ადამიანი უნდა გყავდეს… სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს და რაც არ უნდა გადაკვეთო, იქ არ უნდა გადახვიდე. სახელმწიფო იცავს ყველაფერს, მაგრამ თვითონ მოსახლეობა, იქ არსებული მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს”, _ თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ “TV მონიტორინგთან” საუბრისას.