ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ისლანდიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 800 მიწისძვრა დაფიქსირდა პარასკევს შუაღამედან ღამის 2 საათამდე.
“მიწისძვრები შეიძლება უფრო გაძლიერდეს, ვიდრე უკვე მოხდა და მოვლენების ამ თანმიმდევრობამ შეიძლება გამოიწვიოს ვულკანის ამოფრქვევა. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ნიშნები იმისა, რომ მაგმა ზედაპირს უახლოვდება. მის პროგრესს ყურადღებით აკვირდებიან“,_ აცხადებენ სამოქალაქო დაცვის სააგენტოში.