თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვის დაწესება კი საახალწლო განათებების მონტაჟს უკავშირდება.
“შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს.
ამჯერად, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე შეიზღუდება”,_ ნათქვამია განცხადებაში.