საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 708 მილიონ ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციითვე, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 457 ათასი ადამიანია.
დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,139 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 17,515,264.33 ლარს შეადგენს.