იზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.
“დღეს არის 13.11.2023 და მინდოდა დღეს ჩამეწერა ეს ვიდეო.
განსაკუთრებით ერთი თვე, თვე-ნახევრის განმავლობაში გახშირდება გარდაცვალებები, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, საქართველოში შეიცვალა ვიბრაციები და მოიმატებს ტრაგიკული გარდაცვალებები.
რუსეთი თავდასხმას გააკეთებს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაზე, რაზეც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პასუხს მიიღებს.
იქნება ფრინველის, ცხოველის ვირუსი, _ მე ასე ვხედავ.
ორი მიწისძვრა მოხდება ზედიზედ, თუმცა, ეს არ იქნება დამანგრეველი.
მუსლიმანურ ქვეყანაში ძალიან დიდი დამანგრეველი მიწისძვრა იქნება.
საქართველოში იქნება სტიქიური პრობლემები.
ჯვართან ასოცირებული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იქნება საუბარი ძალიან მალე.
და თურქეთში წამყვანი პირის გარდაცვალებას გაიგებთ მომდევნო თვეების განმავლობაში, _ ამბობს გოგა მანია ვიდეოში, რომელსაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.