სამტრედიელ მერაბ ბუაძეს ხვალ, 16 ნოემბერს თბილისში, დიდი პატივით ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
24- ე ბატალიონის წევრი, მერაბ ბუაძე 32 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში, ტამიშის ფრონტზე გმირულად იბრძოდა და დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ძმის გენეტიკურმა დეენემმა დაადასტურა მერაბ ბუაძის იდენტობა.
ამ საღამოს მერაბ ბუაძის ნეშტს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო ხვალ ორ საათზე სამტრედიელ გმირს თბილისის ძმათა სასაფლაოზე მიუჩენენ სამუდამო განსასვენებელს.
ავტორი