6,7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ფილიპინებზე. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, არიან დაშავებულები და დაკარგულები.
სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სავაჭრო მოლები.