სენაკის ერთ-ერთ სკოლაში ფანჯარა ჩამოვარდა და ორ პედაგოგს დაეცა. როგორც ირკვევა, ინციდენტი დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
“პედაგოგები ფანჯრის დაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც ფანჯარა ჩამოვარდა და მათ დაეცა”, _ გვეუბნება წყარო. ფაქტს ადასტურებენ რესურსცენტრშიც. დაშავებულები კლინიკა “არქიმედეში” გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში “გურია ნიუსს” განუცხადეს, პაციენტებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა ამდროისთვის სტაბილურია. ისინი კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რჩებიან.
ავტორი