2023 წელს მნიშვნელოვანი სამხედრო პროგრესის ნაკლებობამ „შეაშფოთა“ უკრაინის ზოგიერთი პარტნიორი, რომლებიც ახლა ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინის არმიის შესაძლებლობას, განდევნოს რუსული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან,_ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ ტაბლოიდურ გაზეთ The Sun-თან ინტერვიუში. თუმცა, ზელენსკი უარყოფს, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა.
„ჩვენ გვჭირდება მეტი წარმატებული შედეგი ბრძოლის ველზე. ჩვენ სახლში ვართ. რუსები ჩვენს მიწაზე არიან. ამიტომ ამაში ჩიხი არ არის”,_ განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი არ არის ფილმი და არ შეიძლება იყოს ჯადოქრობა ყოველდღე.