რამდენიმე თვის წინ, ცნობილ ამერიკელ მსახიობს რობერტ დე ნიროსა და მის ხელთ არსებულ კომპანიას „Canal Productions“ მსახიობის ყოფილმა ასისტენტმა გენდერული დისკრიმინაციისთვის და მტრული გარემოს შექმნისთვის უჩივლა.
რამდენიმე დღის წინ ამ საკითხის განსახილველად სასამართლო გაიმართა, რომელმაც მართალია რობერტ დე ნირო გაამართლა, მაგრამ მისი კომპანია დააჯარიმა და ზარალის ანაზღაურებისთვის 1.2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ვინმე გრაჰამ ჩეის რობინსონი კომპანიაში 11 წელი მუშაობდა, დე ნიროს დამამცირებლად მოპყრობასა და შევიწროებაში ადანაშაულებდა. რობინსონი ზიანის ასანაზღაურებლად 12 მილიონ დოლარს ითხოვდა.
თავად „Canal Production“ გრაჰამ რობინსონს კომპანიის მიმართ არალოიალურ დამოკიდებულებასა და თაღლითობაში სდებდა ბრალს, თუმცა სასამართლომ ეს ვერ დაადგინა.
დე ნიროს ადვოკატმა განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, საქმე მათთვის სასარგებლოდ დასრულდა, რადგან სასამართლომ მსახიობი და მისი კომპანია ერთმანეთისგან განაცალკევა და კომპანიას ბევრად ნაკლები თანხა დააკისრა, ვიდრე რობინსონი ითხოვდა.
ავტორი