2022 წლის დეკემბერში, ცნობილი მწერალი ჯორჯ მარტინი აცხადებდა, რომ რომანების ციკლის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მეექვსე ნაწილის „ზამთრის ქარების“ 1100-1200 გვერდი მზად ჰქონდა და სერიის ამ ნაწილს 2023 წლის დასაწყისში დაასრულებდა.
„ზამთრის ქარებზე“ მუშაობა მარტინმა 2011 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ციკლის მეხუთე ნაწილი „დრაკონების ცეკვა“ გამოუშვა.
თავდაპირველად ის პირობას დებდა, რომ წიგნს 2014 წელს დაასრულებდა. შემდეგ ეს ვადა 2015-მდე გადაწია, მერე 2017-მდე, 2020-მდე, ბოლო კი 2021-მდე.
აღმოჩნდა რომ მწერალს „ზამთრის ქარები“ ჯერ დასრულებული არ აქვს და არც იცის მუშაობას როდის დაამთავრებს.
„უზარმაზარი წიგნია. შესაძლოა თავიდანვე უფრო პატარა წიგნები უნდა დამეწერა, მაგრამ ეს რთული იქნებოდა.
წერას ვაგრძელებ. მინდა თქვენსავით სწრაფად ვწერო, მაგრამ უკვე 12 წელია ვაგვიანებ ამ რომანის გამოცემას”,_ განაცხადა რამდენიმე დღის წინ ჯორჯ მარტინმა.
ავტორი