მშვენიერი ანტიციკლონის გამყარებითა და მასთან არსებული მაღალი წნევის გავლენით, შაბათ-კვირა საქართველოში იქნება თბილი და მზიანი.
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთის ბარში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო კურორტებზე კი +22 გრადუსი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ მზიანი ამინდის მიუხედავად – დასავლეთ საქართველოში პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
ბევრს მოწოდებათ გაქვთ ჩაიშხამოთ მზიანი ამინდი მომავალი გაავდრების მოლოდინში, ამიტომაც მომდევნო კვირის პროგნოზს მოგვიანებით მოგაწვდით.
სასიამოვნო დღეებს გისურვებთ… _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.