მარიამ ლაფერაშვილი მცირე მეწარმეა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურადან. მეუღლესთან ერთად თევზსაშენ მეურნეობას ავითარებს და მომხმარებელს მთის კალმახს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის გარდა ლაფერაშვილი სათემო ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ ლიდერიცაა. თანამოაზრეებთან ერთად სხვადასხვა პროექტზე მუშაობს და რეგიონში ქალთა ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. კომპანია ბახვი ჰესის ახალი პროექტის, „ჩვენი გმირები“-ს ფარგლებში გადაღებულ ვიდეო რგოლში მარიამ ლაფერაშვილი სოფელში წამოწყებული მცირე ბიზნესის თავისებურებებსა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved