BBC -ის ინფორმაციით, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „საერთაშორისო ლგბტ საზოგადოებრივი მოძრაობა“ გამოაცხადა ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალა მისი საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობით იქნა მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ორგანიზაცია, როგორც იურიდიული პირი, არ არსებობს.
სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა ჟურნალისტებს სასამართლოს გადაწყვეტილების მოსმენის საშუალება მიეცათ. სასამართლომ განაცხადა, რომ „ბრალდებულის მხრიდან“ არავინ ყოფილა.
ცნობისთვის, რუსეთის კონსტიტუცია სამი წლის წინ შეიცვალა და დაადგინა, რომ ქორწინება ნიშნავს ქალისა და მამაკაცის კავშირს.