გული გაუჩერდა. გარდაცვლილი იპოვეს სახლში…. გლოვობს ჩემი ლანჩხუთი. შვედეთში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 34 წლის აკაკი წერეთელი.
ჩვენი მზე და ამომავალი ვარსკვლავი, აღარ გვყავს. მშვიდად განისვენე იმიერში, ჩვენო ანგელოზო.
მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. რატომ, რატომ, რატომ???? ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს, ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო,
რით უნდა დაამშვიდოოო….
ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება.
ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას.
სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო. იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია…
გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის…
გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. _ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ავრცელებს”.