დღეს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობოს ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამ დღის მიზანს წარმოადგენს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
გაეროს შიდსის პროგრამის შეფასებით 2022 წლის ბოლოს საქართველოს მიღწევები შემდეგია: გამოვლენილია აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა 83%,
მკურნალობის პროგრამაში ჩართულია აივ ინფიცირებულთა 86%,
ვირუსული დატვირთვა განულებულია 92%-ში.