ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, 8 სექტემბერს სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა ოზურგეთში დასრულებულია და მიმდინარეობს დაზუსტება.
„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩება უყურადღებოდ, რომელიც სტიქიის შედეგების გამო დაზარალდა. აღრიცხულია ყველა ოჯახი, მიმდინარეობს სათანადო დოკუმენტაციის მომზადება. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა ოჯახთან. გეოლოგებმა დაასრულეს მუშაობა და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შეგროვება. პირველი ეტაპის დოკუმენტაცია უკვე წარედგინა მთავრობას და დაზარალებული ოჯახები აუცილებლად მიიღებენ კომპენსაციას.“ – აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას გიორგი ღურჯუმელიძემ.
ავტორი