ენმ-ის წევრის, მაია კალანდიას ინფორმაციით, დარეჯან ცხვიტარია ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს:
“დარეჯან ცხვიტარია – ფოთის საკრებულოს, ფრაქციის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავმჯდომარეობიდან გადააყენეს მისმა ,,თანამებრძოლებმა”…
ამას აკეთებს ენმ-ს მენეჯმენტი, ერთიანობისა და მიშას ერთგულებისათვის.
ადამიანი, რომელიც ორი წელია ზის და ათენებ-აღამებს მიშას პალატის წინ!” _ წერს კალანდია.
ინფრმაციისთვის, ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-მ რამდენიმე დღის წინ, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე,დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს.
ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების (ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და “ქართული ოცნების” ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია.
იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები, რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, ამისათვის მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს, რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას, – დაწერა ცხვიტარიამ.