ახალი თაობის ბოლშევიკებმა სასჯელი გამომიტანეს თავისუფალი აზრისთვის – ასე ეხმაურება ენმ-ის წევრი, დარეჯან ცხვიტარია ფოთის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მის გადაყენებას:
კომუნისტების დროც მახსოვს და ხუნტის რეპრესიებიც.
სამწუხაროდ, ახალი თაობის ბოლშევიკებმა სასჯელი გამომიტანეს თავისუფალი აზრისთვის, პრინციპებისთვის, რომლისთვისაც არც ადრე მიღალატია და არც მომავალში ვუღალატებ.
ვაი იმ სამართალს, რომელიც ამბობს, რომ თურმე ჩემი დევნით პარტია მიშას უბრუნდება!” _ წერს დარეჯან ცხვიტარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.