Developed By Web Features 2024 © All rights reserved
დიდ ბრიტანეთში სტრესის მოსახსნელად ფერმაში ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
სტრესთან ორიგინალური მეთოდით ბრძოლას მოქალაქეებს იორკშირში მდებარე ფერმის მფლობელები სთავაზობენ. როგორც ისინი ამბობენ, ეს თერაპია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
“ადამიანები მოდიან კეთილდღეობის თვალსაზრისით. ცხოველებთან ყოფნით შფოთვისგან “განთავისუფლება” თითქმის თერაპიას ჰგავს”, – თქვა ფიონა უილსონმა Dumble Farm-დან.
ფერმაში ოთხსაათიანი ვიზიტი 58 ევრო ღირს.
გავრცელებული ცნობით, ამ ფასში შედის ძროხების მოფერება, დავარცხნა, ასევე საგანმანათლებლო აქტივობები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved